"სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ქვეყნებთან შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
"კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ. ასევე, სხვა ქვეყანასთან ვაგრძელებთ მუშაობას. არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ესაა ევროპული ქვეყნებილ მათ შორის ის ქვეყნები, საიდანაც ბოლო დროს დიდი ინტერესი იყო ტურისტული თვალსაზრისით, ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას, ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში", - განაცხადა ნათია თურნავამ.