logo
ENG



ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, მანამდე, იგი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა

20 დეკ 202111:47
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა და ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას. მისმა ოჯახის წევრებმა უკვე შეიტანეს შესაბამისი განაცხადი პოლიციაში. გერლიანის და, ლენა გერლიანი ფორმულასთან ამბობს, რომ უწყებიდან ჯერ რაიმე პასუხი არ მიუღია, პოლიციასთან ნაპოვნი მანქანა კი ღიად არის დატოვებული.

"მანქანა სრულიად შემთხვევით ვნახეთ, დევს შიგნით საბუთები, ვინ დააყენა ვერ გავიგეთ, კამერებს ჯერ არ ხსნიან, ვერ მეუბნებიან ეს ნამდვილად ჩემმა ძმამ დააყენა თუ არა? რატო დევს გასაღები? ჩემი ძმა არ არის ის ადამიანი, რომელიც მანქანას ღიად დატოვებს. არ ვიცი", - განაცხადა ლენა გერლიანმა. 

გაუჩინარებამდე,  ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა.

"გაფარჩაკებული,  პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა", - წერს ის ფესბუქპოსტში, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა.

გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს.

ასევე, იგი აქვეყნებს ინფორმაციას შსს-ს თანამშრომლის შესახებ, რომელიც მისივე მტკიცებით, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე  სხვადასხვა საშუალებით.

გერლიანმა გენერალურ ინსპექციაში  და  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც იჩივლა, თუმცა, როგორც ის პოსტში წერს, რეაგირება არ ყოფილა.

 


close დახურვა