logo
ENG



ელგუჯა ბერანძე: ის, ვინც კორონავირუსის რისკის ზონიდან ჩამოვა, საველე კარავში მოთავსდება

03 მარ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სასაზღვრო პუნქტებსა და აეროპორტში ე.წ. საველე კარვები დამონტაჟდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ელგუჯა ბერანძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული პაციენტები საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, საველე კარვებში განთავსდებიან.

„ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან: ჩინეთიდან ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსული მგზავრების სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაყვანის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი. ინდივიდუალური გასაუბრებისა და დაავადებაზე საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად მგზავრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საველე კარვებში განთავსდებიან“,- განაცხდა ელგუჯა ბერანძემ.


close დახურვა