logo
ENG



ელენე ხოშტარია ევროპარლამენტარებზე: ვისაუბრეთ არჩევნებსა და ოპოზიციის მოქნილობაზე

06 თებ 202022:34
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" წევრები ბრიუსელში ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ელენე ხოშტარიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“აღნიშნა, შეხვედრებზე მხარეები საუბრობდნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე. მისივე თქმით, საუბარი ძირითადად ორ მთავარ თემას შეეხებოდა. 

"ვისაუბრეთ ორი ძირითად საკითხზე. ესაა საარჩევნო ცვლილება და ყურადღება გამახვილდა არჩევნების სამართლიანობასა და მნიშვნელობაზე. ასევე ვისაუბრეთ რამდენად მოქნილია დღეს ოპოზიცია. კერძოდ საპროტესტო აქციების პარალელურად როცა ოპოზიციამ არაერთი ვერსია მოიფიქრა და არაერთი ვარიანტი შესთავაზა ხელისუფლებას გამოსავლად, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. ამიტომ ჩვენი ამოცანა არაა მხოლოდ ივანიშვილის გაშვება, არამედ ის, რომ საქართველო ისტორიულად გადავიდეს ახალ ეტაპზე, რათა ვერცერთმა ძალამ ვერ შეძლოს ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაგდება",-აღნიშნა ხოშტარიამ. 


close დახურვა