logo
ENG



ელექტრონულად მუშაობა - კერძო და საჯარო სექტორი ონლაინრეჟიმზე გადადიან

17 მარ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

მოწოდებითა თუ თვითინიციატივით მსხვილი ორგანიზაციები მუშაობის ელექტრონულ რეჟიმზე გადავიდა. ამით დამსაქმებლები საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვას ვირუსის გავრცელებისგან ცდილობენ. კოვიდ 19-ის პირველი შეტევა აისახა მომსახურების სფეროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. 

ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიღებული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ეპიდსიტუაციის გამო მრავალრიცხოვანი თანამშრომლებით დატვირთული ოფისები დღეს უკვე სრულიად დაცარიელებულია. 

მერია, შინაგან საქმეთა და  თავდაცვის სამინისტრო - ეს ის უწყებები რომელთა თანამშრომლების ნაწილიც უკვე დისტანციურად მუშაობს. ასევე სახლიდან მუშაობა უწევთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გადავლენ დეპუტატები დისტანციურ მუშაობაზე. რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, ლექტორები და მასწავლებლები უკვე რამდენიმე დღე დავალებებს ონლაინ რეჟიმში გასცემენ.


close დახურვა