logo
ENG



ელისაშვილი: 11-ში პარლამენტში არ შევდივარ, არც განცხადებას ვწერ, ველოდები შეთანხმებას

09 დეკ 202021:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/09/gylscumucugpnl6.jpg

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა, თუმცა განცხადებასაც არ ადწერს და ღიად ტოვებს საკუთარი მანდატის საკითხს. მთავარი არხის ეთერში საუბრისას მანვე განმარტა, რომ დაელოდება გადათვლის ეფექტიან მექანიზმს და თუ 1%-ზე მეტი ცდომილება იქნება, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. 

"11-ში [პარლამენტში] არ შევდივარ, შანსი არ არის, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ჯერ შეთანხმებას ველოდები", - აცხადებს ელისაშვილი. 

 


close დახურვა