ამას მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ [საზღვარგარეთ გადაყვანას]. აქ სცოდავს ქართული ოცნება, რომ რაღაც წელვა-თრევით აკეთებს, თუ რამეს აკეთებს და მაინც ჩნდება კითხვები, თორემ თუ არაფერი არ გაქვს დასამალი, პირიქით, უნდა ბრდღვნიდეს, თავს კი არ უნდა იმართლებდეს ქართული ოცნება, პირიქით უნდა ამბობდეს.
იცი რა? გულახდილად ვილაპარაკოთ, თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება მაგარი ბუნტი, პირდაპირ გეუბნები. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, 4 თვე მქონდა პატიმრებთან შეხება, ისეთი ამბავი ატყდება ციხეებში, ისეთი ამბავი ატყდება...