logo
ENG



ელისაშვილი: არ გამოვრიცხავთ, რომ სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადად ჩამოვყალიბდეთ

18 ივნ 202017:53
3 წუთის საკითხავი
 

ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მათ თქმით, ეს არ იქნება პარტია და პლატფორმა თანამოაზრეებს გააერთიანებს. თუმცა ალეკო ელისაშვილის თქმით არ არის გამორიცხული, რომ გაერთიანებამ პოლიტიკური პარტიის სახე მიიღოს. ახალი პლატფორმის დამფუძნებლები არ ამბობენ რა ფორმით მიიღებენ არჩევნებს მონაწილეობას, ან ითანამშრომლებენ თუ არა პოლიტიკურ პარტიებთან.

 „ეს არის პლატფორმა და ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რომ ეს პლატფორმა ჯერ ერთი გაფართოვდეს მისი შემადგენლობა და შემოუერთდნენ იმ ღირებულებების ადამიანები, რომლებიც აქ მდგომებს გვაერთიანებს. ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადადაც ჩამოყალიბდეს. კომიკურადაც ჩანს დღეს მაჟორიტარებზე ლაპარაკი, დაველოდოთ ამ საარჩევნო კანონის მიღებას, ამ რეფორმის გატანას და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, გაერთიანების წევრებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ცალკეულ პირებთანაც აქვთ კონსულტაციები.

„გვაქვს კონსულტაციები თამარ ჩუგოშვილთან, პარტია „ლელოსთან“, თამარ ხულორდავასთან, დიმიტრი ცქიტიშვილითან. ეს ის ადამიანები არიან რომელთანაც გვქონდა გვაქვს და გვექნება კიდევაც პარტნიორობა“,-აცხადებს ლევან კობერიძე.


close დახურვა