„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კალაძემ ჯობს ქალაქში არსებულ პრობლემებს მიხედოს.
ელისაშვილის თქმით, კალაძე არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც სააკაშვილს 2003 წლის 7 ნოემბერს „უპრავებდა.“
„კახი კალაძემ მიხედოს საქმეს - „ბოგდანები“ რომ არის ქალაქში, მეტროში რომ ჟღლეტვაა, ამაზე უნდა ლაპარაკობდეს კალაძე. რა შერეული სისტემა, არც იცის, დაუწერეს და წაიკითხა. სამარცხვინოა, რომ კალაძე გამოდის, სააკაშვილს გოშია ცუგასავით, რომ დასდევდა და სისხლიანი ცხრა წელიო, ერთი როგორ არ დაასლოკინა. „ნაციონალების“ აქციაო. მე ვარ ალეკო ელისაშვილი და ეგ არის კალაძე. გაიხსენოს რა პოზიცია მქონდა მე და რა პოზიცია ჰქონდა მას, 7 ნოემბერს შემდეგ რომ „უპრავებდა“ ყველაფერს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.