logo
ENG



ელისაშვილი მოსამართლეს: ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა!

01 დეკ 202514:09
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/01/115xce503xrzu42.png

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომათა დარბაზში შესულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულ ალეკო ელისაშვილს, რომელიც მოსამართლის შესვლისას ფეხზე არ ადგა, შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ მისი შემოსვლის დროს ფეხზე უნდა ამდგარიყო.

„ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა“, - უპასუხა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი შაბათს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.


close დახურვა