logo
ENG



ელისაშვილი ტიკარაძეზე: ოროსანი გოგო არის მინისტრი

26 თებ 202023:06
3 წუთის საკითხავი
 

"ოროსანი გოგო",- ასე აფასებს ალეკო ელისაშვილი სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. მისი თქმით, მინისტრი არის არაკომპეტენტური და შესაბამისად, მას არც კორონავირუსთან შეუძლია ბრძოლა. ეს კიდევ  ერთხელ კარგად გამოჩნდა ვირუსის დადასტურებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, სადაც ტიკარაძესთან ერთად ამირან გამყრელიძეც იყო. 

"ამირან გამყრელიძე რაღაც სიპის დირექტორი უნდა იყოს და ის გაფუჭებული თოჯინასავით გოგო უნდა იყოს მინისტრი. სირცხვილი არაა?! ხომ უყურებდით, ტექსტს ვერ კითხულობდა და ამ ქალმა რა უნდა მართოს. ეს ოროსანი გოგო არის მინისტრი. გული გაგისკდება, წაკითხულის შინაარსი, რომ ვერ გამოაქვს, ესაა ის გოგო",-განმარტავს ელისაშვილი. 


close დახურვა