logo
ENG



ელისო ბოლქვაძე: ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძინონ ფორტეპიანო და მეც დავუკრავ

17 დეკ 202000:29
3 წუთის საკითხავი
 
ელისო ბოლქვაძე: ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძინონ ფორტეპიანო და მეც დავუკრავ

ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ [ფორტეპიანო] და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ, უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი.

კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რომელიც იყო ვთქვათ, ერთი საუკუნის წინ, 50 წლის წინ, ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში.


close დახურვა