პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს შეხვდა.
მათი ცნობით, შეხვედრაზე არტ მენეჯმენტის კონცეფციების თაობაზე ისაუბრეს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში - "საჩუქარი" ახალგაზრდა ტალანტების ინტეგრაციის საკითხზე. ქეთი დოლიძემ გაგვიზიარა ქართული არტ მენეჯმენტის განვითარების კონცეფციები", - თქვა ბოლქვაძემ.