ხელისუფლებასთან დაახლოებული ხალხი და სქემა, რომლითაც თანხა ჯერ ჯიბეებში მიდის, მერე კი პარტიაში შეწირულობის სახით ხვდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 65 საქმე გამოაქვეყნა, სადაც მაღალი დონის, ე. წ. ელიტური კორუფცია იკვეთება.
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ინტერესები სპირტის ბიზნესში და არაფორმალურ მმართველთან დაკავშირებული სხვა საქმეები - როგორ შოულობენ ფულს და შემდეგ წილს პარტიის ყულაბაში რიცხავენ.