logo
ENG



ელტონ ჯონმაკორონავირუსის გამო ჩრდილო-ამერიკული ტურნეს ნაიწლი გააუქმა

17 მარ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ საავადმყოფო დატოვეს. ავსტრალიის კლინიკიდან გაწერის შემდეგ წყვილი ქუინსლენდში, ნაქირავებ სახლში კარანტინში იმყოფება. 63 წლის მსახიობმა სოციალური ქსელით განცხადებაც გაავრცელა და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

კორონავირუსის გამო ჩრდილო-ამერიკული ტურნეს ნაწილი გააუქმა ელტონ ჯონმა. მომღერალმა 26 მარტიდან 2 მაისამდე დაგეგმილი კონცერტები გადადო. ტომ ჰენქსის გარდა, ვირუსი ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებსაც დაუდგინდა. ინფიცირებულთა შორის აღმოჩნდნენ ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა, უკრაინელი ვარსკვლავი ოლგა კურილენკო და სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მონაწილე, ნორვეგიელი კრისტოფერ ჰივიუ. პანდემიის გამო გაუქმდა მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი წვეულებაც, რომელის ნიუ-იორკში მაისის პირველ ორშაბათს უნდა გამართულიყო. 


close დახურვა