logo
ENG



ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა განცხადებას კიდევ ერთი, 23-ე მოსამართლე გაემიჯნა

07 ნოე 202112:32
3 წუთის საკითხავი
 

ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, მეგობარი ქვეყნების ელჩების მიმართ გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილს, კიდევ ერთი მოსამართლე გაემიჯნა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძე ფეისბუქზე წერს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეცდომებზე მითითება, თუ ჯანსაღი კრიტიკა ბუნებრივია. 

"მინდა გამოვეხმაურო მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების [ელჩები ხომ განცხადებებს საკუთარი სურვილებით არ აკეთებენ?!] პოზიციასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ 30 წლის მანძილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები [ისიც ჩვენივე  თხოვნით] აფინანსებენ სხვადასხვა პროექტს ქვეყანაში დემოკრატიზაციის და პროგრესის, ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით. დიდი მადლობა მათ ამისთვის! (იმედია, ისინი კიდევ გააგრძელებნ საქართველოს მხარდაჭერას). ფინანსური დახმარება არ არსებობს რჩევის, გამოცდილების გაზიარების, კეთილი სურვილების, შეცდომებზე მითითების და საღი კრიტიკის გარეშე. ამის გარეშე ყოველგვარი ფინანსური ინტერვენცია ჯანსაღ იდეას და ლოგიკას იქნება მოკლებული..." - წერს დევი დევიძე. 

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, მანამდე 22 მოსამართლე გაემიჯნა.

4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე დიპლომატების კრიტიკას "შეურაცხმყოფელი" უწოდა.

იმავე დღიდან სხვადასხვა ინსტანციის არაერთი მოსამართლე გამოეხმაურა კომიტეტის განცხადებას და საკუთარი, მათგან განსხვავებული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.

 


close დახურვა