logo
ENG



ელჩი: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

03 იან 202415:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/03/l55tcok4wrtqyf6.png

იაპონიაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

საზოგადოებრივ მაუწყებელს მან უთხრა, რომ ინფორმაცია ყველა არხით გადაამოწმეს.

"იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ.

ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეებს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხოთ. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა, თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ", - თქვა ელჩმა.

საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +81 80 7933 5060.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-ზე მეტია, დაშავებულია 300-მდე ადამიანი, მათ შორის, 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 31 800 ადამიანი თავშესაფარში იმყოფება.


close დახურვა