ემანუელ მაკრონი იერუსალიმის პოლიციას ეჩხუბა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შელაპარაკება საფრანგეთის პრეზიდენტსა და სამართალდამცველებს შორის, იერუსალიმში მდებარე წმინდა ანას ბაზილიკის შესასვლელთან მოხდა.
სწორედ იმ ეკლესიის, რომელიც ოსმალეთმა 1856 წელს საფრანგეთის იმპერატორს ნაპოლეონ მესამეს საჩუქრად გადასცა.
საფრანგეთი პროვოკაციად მიიჩნევს, როდესაც ისრაელის პოლიცია ეკლესიის კომპლექსში შედის. მაკრონმა სამართალდამცველებს წესების დაცვისკენ და შენობის დატოვებისკენ ხმამაღლა რამდენჯერმე მოუწოდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ინციდენტი კარგად დასრულდა და მან სამართალდამცველებს ხელიც ჩამოართვა.