ემზარ კვიციანი პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს. დეპუტატი ასევე აღარ იქნება საპარლამენტო ფრაქციაშიც. კვიციანი სოციალურ ქსელში გარკვეულ ქმედებებს აანონსებს და აცხადებს, რომ არ სურს, მისმა საქციელმა პარტია დააზიანოს.
სატელეფონი ინტერვიუს დრო ემზარ კვიციანმა წასვლის მიზეზებზე არ ისაუბრა. „ფორმულას“ ემზარ კვიციანთან ჰქონდა კითხვები, რას ნიშნავდა მისი განცხადებები, როდესაც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ მისი გიჟური და უგონო ქმედებებით არ უნდა, რომ პატრიოტთა ალიანსი დააზიანოს.
„არ ვაკეთებ არანაირ განცხადებას. პარტიიდან მოვდივარ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა სატელეფონო საუბრისას.
დეპუტატი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
მისი თქმით, ის პარტიას განაწყენებული არ ტოვებს, უბრალოდ, არ უნდა, რომ მისი სარისკო ქმედებებით პატრიოტთა ალიანსის წევრებს ავნოს.