logo
ENG



ემზარ კვიციანი ომის ვეტერანს დაუპირისპირდა

07 ივნ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი ომის ვეტერანის ოჯახს დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრები ომარ მეტრეველის საცხოვრებელ სახლში მივიდა და ოჯახის მტკიცებით, დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი აცხადებს, რომ სახლი მას ეკუთვნის, თუმცა ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. ვეტერანის მეუღლის, ნინო მეტრეველის თქმით კი,  საცხოვრებელი ფართი პრეზიდენტმა ომარ მეტრეველს, დამსახურებების გამო, 2006 გადასცა.

„ნასვამ მდგომარეობაშია, კადრებიცაა. სახლში გვაქვს ორდერი, სადაც წერია, რომ ომარ მეტრეველს და მის ოჯახს ეძლევა უფლება ამ სახლში ცხოვრების. ჩემს ოჯახთან რა პრეტენზია აქვს. ჩვენ არ წაგვირთმევია არავისთვის არაფერი", - აცხადებს ნინო მეტრეველი.

ის ისან-სამგორის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა. პოლიციაში არ გამოჩენილა თავად ემზარ კვიციანი.

საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატმა 2019 წელს სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, თუმცა მან მეტრეველების ოჯახთან სამართლებრივი დავა წააგო. 


close დახურვა