logo
ENG



ემი კონი ბარეტი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა

27 ოქტ 202010:10
3 წუთის საკითხავი
clock 878

ემი კონი ბარეტი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. სენატს 52-მა წევრმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 

ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც ხმა ემი კონი ბარეტის წინააღმდეგ მისცა, სუსან კოლინსია

ბარეტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანდიდატურა იყო. სენატმა ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა. 

ენი კონი ბარეტმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი შეცვალა, რომელიც 27-წლიანი სამსახურის შემდეგ, 2020 წლის 19 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კონსერვატორი ბარეტი მესამე მოსამართლეა, რომელიც დონალდ ტრამპმა უვადოდ დანიშნა. ასევე,  უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან კონსერვატორების რიცხვი 6-მდე გაიზრდება. 

რუთ გინსბურგის სურვილი იყო, მისი შემცვლელი დონალდ ტრამპს არ დაესახელებინა. ამავე აზრზე იყვნენ დემოკრატებიც. პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მცდელობა, პრეზიდენტობის ამ ვადაში დანიშნოს მოსამართლე, "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება" უწოდა.

ემი კონი ბარეტი მორწმუნე კათოლიკე და აბორტის მოწინააღმდეგეა. ბარეტი ასევე ფიქრობს, რომ სექსუალური ურთიერთობები მხოლოდ ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილს უნდა ჰქონდეს. ლგბტქ აქტივისტები ენი კონი ბარეტის დანიშვნას თავიანთი უფლებებისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. 


close დახურვა