საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც თაობები დედების გარეშე გაიზარდნენ. ქალები საქართველოდან საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წლებს, შვილებისგან შორს, შვილებისვე გადასარჩენად, უცხო მიწაზე ატარებენ. მარტონი და თითქოს ყველასგან დავიწყებული დედების ხმა, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის. ოლიგარქიული წყობა კი მათი ქვეყანაში დაბრუნების ყველა გზას ჭრის. მაშინ როდესაც საქართველო ევრაზიის კონტინენტზე - თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცხოვრება ძვირი, შრომა კი გროშების ფასია - სწავლის საფასური კოლოსალური, განათლება კი საშუალო სტატისტიკური - ის ვინც ჯერ კიდევ ქვეყნიდან არ გაქცეულა, ფიქრობს რომ ემიგრაციაში შესაძლოა წავიდეს.
ემიგრანტი დედები - შაბათის ფორმულა
23 მარ 202420:11
3 წუთის საკითხავი