თანამედროვე ტექნოლოგიები და პრინტერით დაბეჭდილი ორსართულიანი შენობა-ნაგებობა - ამ ტექნოლოგიით მსოფლიოში ყველაზე განიერი არქიტექტურის შექმნისთვის ემირატები 3D პრინტერით აწყობილი შენობების სამშობლო გახდა.
ორსართულიანი კონსტრუქცია დუბაის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრის ნაწილი იქნება. ნაგებობა, რომელიც საზეიმოდ ოქტომბერში გაიხსნა 9.5 მეტრის სიმაღლისაა და 640 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
როგორც სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, შენობის ასაგებად 3D პრინტერის გამოყენებამ ხარჯები 409 ათასი ამერიკული დოლარით შეამცირა და შენობა 60%-ით მდგრადი გამოდგა, ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას. დუბაის მთავრობა გეგმავს ემირატები 3D ბეჭდვითი ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს.