logo
ENG



ენდელაძე: 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 30 - თბილისში

30 სექ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
ენდელაძე: 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 30 - თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას უკავშირდება, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი ცნობით, 14 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 გურიაში, ხოლო კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში 1-1 შემთხვევები.

ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში 3 072 კოვიდინიფიცრებული მკურნალობს, 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

საქართველოში დღეს, 30 სექტემბერს ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა