logo
ENG



ენდელაძე: 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაში გამოვლინდა, 98 იმერეთში, 62 - თბილისში

01 ოქტ 202011:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაში გამოვლინდა, 98 იმერეთში, 62 - თბილისში.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, 15 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა, 9 სამცხე-ჯავახეთში, 7 გურიასა და შიდა ქართლში, 2 კახეთში, 6 შემთხვევა კი იმპორტირებულია.

ენდელაძის ცნობით, ქვეყანაში 3 155 კოვიდინფიცირებულია. მისი თქმით, კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 


close დახურვა