logo
ENG



ენდელაძე: 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარაში, 137 კი თბილისში დადასტურდა

10 ოქტ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 კი თბილისში.

მისივე თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადასტურდა.

"აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა. თბილისში 137-ია, იმერეთში - 99, ქვემო ქართლი - 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში - 10-10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შიდა ქართლში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5, კახეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1 და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ - 4", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს 10 ოქტომბერს, კორონავირუსი 519 ადამიანს დაუდასტურდა, 253 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.


close დახურვა