logo
ENG



ენდელაძე: 527 ახალი შემთხვევიდან, აჭარაში 190 დადასტურდა, თბილისში კი 179

09 ოქტ 202011:10
3 წუთის საკითხავი
clock 1575
8oxy06wtb7uvgrr.jpg

თბილისის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, დღეს დადასტურებული 527 ახალი შემთხვევიდან, 190 აჭარაში, ხოლო 179 თბილისში დადასტურდა. 

მისივე თქმით, COVID-19-ით ინფიცირებულების რიცხვმა აჭარაში იკლო, თუმცა თბილისში მოიმატა.

"აჭარაში შემცირდა რაოდენობა და არის 36%, ეს შეესაბამება 190 პაციენტს. სამწუხაროდ ინფიცირებულების რაოდენობამ თბილისში 34%-ით მოიმატა და 179 შემთხვევა დადასტურდა დღეს.

მესამე ადგილს ისევ იმერეთი იკავებს, დღეს იქ 91 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდი. ქვემო ქართლში 28 პაციენტს, ხოლო შიდა ქართლში - 10 ახალ პაციენტს დაუდასტურდა. კახეთში - 11 ახალი შემთხვევაა, მცხეთა-მთიანეთში - 3, გურიაში - 3 და სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანს დაუდასტურდა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძე თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან "ყველაზე საშიში, ამჟამად თბილისის რეგიონია".

"მოსახლეობის სიმჭირდოვის და რაოდენობის გათვალისწინებით უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს. ყველაზე საშიში ამჟამად გახლავთ თბილისი და უნდა მოვახერხოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები", - აცხადებს მარინა ენდელაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა