logo
ENG



ენდელაძე: 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა, 72 თბილისში

05 ოქტ 202011:07
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 4 077 აქტიური შემთხვევიდან, 45 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 43 მართვით სუნთქვაზეა.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა, 72 - თბილისში, 44 - სამეგრელო-ზემოსვანეთში, 23 - ქვემო-ქართლში, 10 - გურიაში, 8 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - კახეთში, 1 - შიდა-ქართლში.

დღეს, 5 ოქტომბერს კორორნავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, გარდაიცვალა - 2.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის  8 696 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის  4 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.


close დახურვა