logo
ENG



ენდელაძე: 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში გამოვლინდა, 286 - აჭარაში

15 ოქტ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში, ხოლო 286 აჭარაში გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი თქმით, იმერეთში 104 გამოვლინდა, 57 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 44 ქვემო ქართლში, 21 შიდა ქართლში, 13-13 კახეთსა და გურიაში, 11 მცხეთა-მთიანეთში, 3 სამცხე ჯავახეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმში. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა