logo
ENG



ენდელაძე: COVID 19-ით 2 ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა, 1 - თბილისში

28 სექ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსით 2 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, 1 კი თბილისში.

ენდელაძის თქმით, აჭარაში გარდაცვლილი პაციენტები 65 და 70 წლის კაცები იყვნენ, რომლებსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. თბილისში კი კორონავირუსით 57 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ასევე თანმხლები დაავადება ჰქონდა.

"გუშინ გარდაიცვალა 3 პაციენტი. აქედან 2 აჭარაში - 65 წლის და 70 წლის კაცი, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი და ორმხრივი მწვავე პნევმონია. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

თბილისშიც გარდაიცავალა 57 წლის ქალი, რომელსაც ასევე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. განვითარდა მწვავე რესპირატორული სიტრეს სინდრომი და პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მარინა ენდელაძე. 

დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის, NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 31.


close დახურვა