ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული კლინიკის ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 4 358 აქტიური შემთხვევიდან, 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში გამოვლინდა, 99 - თბილისში, 59 - იმერეთში, 19 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 - მცხეთა-მთიანეთში, 1 - რაჭა ლეჩხუმში, 1 - ქვემო სვანეთში, 3 - გურიაში, 3 - კახეთში, 4 - შიდა-ქართლში, 1 ქვემო ქართლში, 1 - სამცხე-ჯავახეთში.
დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 268.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 9 245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 4 887 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 58.