კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
"ჯერჯერობით აჭარა კვლავ ლიდერობს. იქ გახლავთ ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა, თბილისში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, იმერეთში - 26 და გურიაში 2. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გახლავთ 1574", - განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 3913-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 40 ადამიანი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.