logo
ENG



ენდელაძე: ყველა პაციენტი კმაყოფილდება, ვისთვისაც აუცილებელია, საკმარისი საწოლები არსებობს

19 ოქტ 202011:00
3 წუთის საკითხავი
clock 2911
fe8rft28qhsmhz2.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, თავსდება კლინიკაში.

ენდელაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულთათვის ქვეყანაში საკმარისი საწოლების რაოდენობა არსებობს.

"ყველა პაციენტი კმაყოფილდება. ის პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, თავსდებიან ჰოსპიტალში. ვისთვისაც აუცილებელია, მათთვის საკმარისი საწოლები არსებობს", - განაცხადა ენდელაძემ. 

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის სერიოზული მატებაა და საჭიროა, მოსახლეობამ დაწესებული რეგულაციები დაიცვას.


close დახურვა