logo
ENG



ენერგორესურსებით შანტაჟი

26 ივლ 202220:34
3 წუთის საკითხავი
 

ევროპა გაზის მოხმარებას ამცირებს. მინისტრებმა ბრიუსელში რიგგარეშე შეხვედრაზე ევროკომისიის გეგმა დაამტკიცეს, რომელიც აგვისტოდან მომავალი წლის მარტამდე ბუნებრივი აირის მოხმარების 15 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. ეს იმ დროს, როდესაც გაზპრომისგან დასავლეთმა გაზმომარაგების შემცირების შესახებ მორიგი გაფრთხილება მიიღო. მოსკოვი საბაბად მილსადენზე სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.


close დახურვა