საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალქალაქი/ნინოწმინდის ოლქში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს. ინფორმაცია ფორმულას მკოიანის თანაშემწემ დაუდასტურა.
მისი თქმით, პარლამენტის წევრმა ცენტრალურ საარჩევნო საბუთები უკვე შეიტანა.
მკოიანი პარლამენტში ქართული ოცნების სიით იმყოფება. თუმცა მმართველმა პარტიამ ახალქალაქი/ნინოწმინდის ოლქში სამველ მანუკიანი წარადგინა. ევროპული საქართველოდან კი ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქის ქუჩებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.