ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, ეს არის "ყველაზე მშვიდობიანი და ამავე დროს ყველაზე მწვავე საპროტესტო აქტი.
"მე მივიღებ ყველანაირ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, რომელიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისკენ. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვარ ჩემ გუნდელებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მშვიდობიანი და ამავე დროს ყველაზე მწვავე საპროტესტო აქტი, რაც შეიძლება განვახორციელოთ. "- ამბობს ჯანაშია.
15 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის სამმა წევრმა, ანა წითლიძემ, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. მათი თქმით, ისინი შიმშილობას გააგრძელებენ მანამ სანამ არ მოხდება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.