logo
ENG



ენმ-ის ოფისთან ახლოს ბაზაზე ძალოვანები იკრიბებიან

18 თებ 202106:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/18/ei6pjqw1wcgszlq.png

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახლოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე სამართალდამცველების ინტენსიური მობილიზება მიმდინარეობს. 

ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გროვდებიან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანებში მოთავსებული სამართალდამცველები სპეციალურ ბაზაზე, იმ ოფისთან ახლოს, რომელშიც პატიმრობაშეფარდებული ნიკა მელია მთელ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად იმყოფება. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებიდან დაახლოებით 7 საათია გასული, თუმცა ძალოვან უწყებებს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომე არ აღუსრულებიათ და მელია არ დაუპატიმრებიათ. 

თავად მელია და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაპატიმრებას არ დაუშვებენ. 


close დახურვა