მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილნი არიან როგორც ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები, ასევე დროას, სტრატეგია აღმაშენებლისა და გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლები.
ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პროტესტი იქნება ყოველდღიური. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.