ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მივლენ. ეს პარტიის წევრმა გიორგი ჩალაძემ ბრიფინგზე თქვა.
"ამიტომ ახლა დროა დავირაზმოთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. ნახევარ საათში შემდეგი ნაბიჯი გამოცხადდება და იქნება ღარიბაშვილის სახლთან"- თქვა ჩალაძემ.
ამავე ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ საგანგებო რეჟიმზე გადადიან და წყვეტენ საპარლამენტო საქმიანობას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.