logo
ENG



ენმ-ის წევრები სააკაშვილის ოჯახთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან

14 მარ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, სტრასბურგში იმყოფებიან.

პარტიის ცნობით, ევროპარლამენტარები დღეს სტრასბურგში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ - დისკუსიების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

"სადისკუსიო საკითხი სიკვდილის პირას მყოფ პუტინის პირადი პატიმრებთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხდომის ერთ-ერთი მომხსენებელი ვილიამ ბროუდერია, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული მაგნიტსკის სიის შედგენა", - აღნიშნავენ პარტიაში. 

დღეს, 14 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად საუბარი შეეხება რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის დასახლების საბჭოს დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში წერია, რომ პოლიტპატიმრების შესახებ მოსმენა ადგილობრივი დროით 16:30 - 17:00 საათზე იქნება.


close დახურვა