ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურა ზაბახიძის თქმით, სახლთან დახვდნენ და დაემუქრნენ.
ზაბახიძე ამბობს, რომ ადამიანებმა ვინც დაემუქრნენ, მისი ვინაობა იცოდნენ. ენმ-ის წევრის თქმით, მას უთხრეს, რომ ჩამოშორებოდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, "თორემ შედეგებიც არ დააყოვნებდა".
"გუშინ ჩემ სახლთან, ქუჩაში დამხვდა ორი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ, ოცნების ტიტუშკები. ბიჭები იყვნენ დაახლოებით 30-35 წლის ასაკის, არ ერიდებოდნენ სახის გამოჩენას, ვფიქრობ, ამოცნობასაც შევძლებ. მათ მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ ჩამოვშორებოდი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თორემ შედეგებიც არ დააყოვნებდა. რუსული ოცნების პოლიტიკური გუნდი ყველა ზომას მიმართავს აგრესიული ფორმით, რათა ადამიანები დააშინონ და დააშანტაჟონ. მე მინდა მივმართო რუსულ ოცნებას ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ერთად, ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს", - თქვა ზაბახიძემ.