logo
ENG



ენმ-ს წევრები უკრაინაში სტეფანჩუკს, არახამიასა და ერმაკს შეხვდნენ

20 აპრ 202221:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/sf45nxaqr53g0wk.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის სხვა წევრები დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს, უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს დავით არახამიას და უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ. უკრაინაში იმყოფებოდა საპარლამენტო დელეგაციაც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები იყვნენ მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.

 

close დახურვა