logo
ENG



ენმ-ში ამბობენ, რომ ზუგდიდში ანზორ მელიას მხარს უჭერს 39%, ოცნების კანდიდატს - 31%

26 აგვ 202118:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/26/0ipatfnepgpnm0c.jpg

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ზუგდიდის მერობის არჩევნებში მათი კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს. შიდაპარტიული კვლევის შედეგები ბრიფინგზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ წარადგინა.

გავრცელებული მონაცემების თანახმად: ენმ-ს კანდიდატი ანზორ მელიას მხარს უჭერს 39%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს - 32%. კანდიდატი არ ჰყავს დასახელებული პარტია საქართველოს, თუმცა კორძაიამ განმარტა, რომ კვლევაში პარტია მაინც მოხვდა და მათ კანდიდატს 21% უჭერს მხარს, 8% კი სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.

ენმ-ს ინფორმაციით, გამოიკითხა 600 ადამიანი პირდაპირი წესით. საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 აგვისტოს. დასაშვები ცდომილება 3%-ია.

თამარ კორძაიას თქმით, ენმ არ აპირებდა შიდა კვლევის გამოქვეყნებას, თუმცა ამის გაკეთება მოუწიათ, რადგან ქართული ოცნება "ამომრჩეველს ატყუებს". გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ქართული ოცნება "აღვირახსნილ საარჩევნო კამპანიას" აწარმოებს.

"სიტყვები რომლითაც ისინი აფასებენ ბატონი ანზორ მელიას პოლიტიკურ ბრძოლაში შემოსვლას, არის ნამდვილად უღირსი. [...]

შეწყვიტოს სიძულვილის ენა, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია ღირსეულ პირობებში, სადაც ოდნავ მაინც ეცდება, შეურაცხყოფა არ მიაყენოს და არ გამოავლინოს სიძულვილის ენა ოპონენტების მიმართ და განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც საკუთარი ოჯახის ინტერესები დათმო და შევიდა ამ ქვეყნის განვითარების ბრძოლაში. ასეთი ერთ-ერთი არის ანზორ მელია", - ამბობს კორძაია.


close დახურვა