ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს.
როგორც ფორმულას ენმ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.
"გუშინ გვიან ღამით კახა ოქრიაშვილის შტაბი დაარბიეს. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები", - აცხადებენ ენმ-ში.
ოქრიაშვილი ძალა ერთობაშიას ბოლნისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.