logo
ENG



ენმ: თბილისის საკრებულოში ინიციატივით შევდივართ, მოსკოვის გამზირს კიევის სახელი მიენიჭოს

22 თებ 202214:59
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი დაერქვას. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანმა ანა გოგოლაძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, პარადოქსულია, რომ თბილისში, ერთ-ერთ დიდ გამზირს ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის  სახელწოდება ჰქონდეს.

"სირცხვილია, ერთსა და იმავე ქალაქში, ერთდროულად გვქონდეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირების სახელობის ქუჩები და მათთან ერთად არსებობდეს ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა. 

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოში ინიციატივით შევდივართ, არსებულ გამზირს,  ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელწოდებისა, მიენიჭოს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრის, საზიარო ღირებულებების მქონე და სტრატეგიული პარტნიორის პატივსაცემად და მხარდასაჭერად", - თქვა ანა გოგოლაძემ.


close დახურვა