logo
ENG



ენმ: მზად ვართ პრინციპული გადაწყვეტილებისთვის, ვიტყვით პარტნიორების განცხადებების შემდეგ

28 ივლ 202121:31
3 წუთის საკითხავი
 
ენმ: მზად ვართ პრინციპული გადაწყვეტილებისთვის, ვიტყვით პარტნიორების განცხადებების შემდეგ
ვახო ქარელი / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადაა პრინციპული გადაწყვეტილებისთვის, თუმცა მათ შესახებ პარტნიორების განცხადებების შემდეგ მოგახსენებთ", - ეს განცხადება ხატია დეკანოიძემ  პარტიაში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, პარტიას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან.

დეკანოიძის თქმითვე, დოკუმენტის ანულირებით ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა.

ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად აღიარა, რომ ვერც პარტია, ვერც გენმდივანი ვერ უახლოვდებიან 43%იან ზღვარს და განწირულები არიან დამარცხებისთვის. ამიტომ ოცნებამ დაარღვია უტიფრად მოსახლეობის, პარტნიორების წინაშე დადებული პირობა და ანულირება მოახდინა 19 აპრილის შეთანხმების, არც ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.

ენმ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზადაა მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ მათი განცხადებების შემდეგ.

ამ მედიაციაში, ქართული ოცნების მიერ დადებულ პირობაში საქართველოს მოსახლეობის, სტრატეგიული პარტნიორების, ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროკავშირი და ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა - ყველა, ვისაც სურს ჩვენს მოსახლეობასთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა