ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს.
როგორც ის ამბობს, რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ.
"გამთენიისას შევიდნენ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას ოჯახში, ბავშვების თვალწინ, მეუღლის თვალწინ ავომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა დადეს ლეიბის ქვეშ. ხელისუფლება არის აგონიაში.
მივმართავ პოლიციის მუშაკებს და ვთხოვ მათ, რომ აიმაღლონ ხმა იმიტომ, რომ მათი კოლეგა იყო ლექსო და ისინი ვალდებულები არიან, თქვან სიმართლე", - თქვა გუნავამ.
გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.