logo
ENG



ენმ: სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრები იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები

02 მაი 202315:30
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ვასო ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულის გადამალვით. მისი თქმით, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრები იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები.

"ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი და გრიგოლ ლილუაშვილის დაჯგუფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულის გადამალვით. კერძოდ, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრები იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები და გადავიდნენ მრავალსართულიან შენობებში, სადაც არის მაღალი დაცულობა. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი, ან ე.წ. ბიზნეს ცენტრები.

მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენ, "ანტიკორუფციული მოძრაობა", საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფები, ვფლობთ არაერთ მისამართს, სადაც არის განთავსებული თაღლითური . ქოლ ცენტრი და მათ ეშინიათ, ეშინიათ ჩვენი მოქმედებების, დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტური პროცესების, ეშინიათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენების, სადაც საუბარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ეშინიათ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფების, რომლებიც სავარაუდოდ კვლავ იმყოფებიან საქართველოში და ცდილობენ მაქსიმალურად გადამალონ ეს დანაშაული", - აცხადებს ურუშაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ყველა იმ მისამართს გაიგებენ, რომელ მისამართებზეც ე.წ. ქოლცენტრები იქნება გადასული.


close დახურვა