logo
ENG



ენმ: ქართული ოცნება პანდემიას არჩევნების გასაყალბებლად იყენებს

09 მაი 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება“, პანდემიის გამოყენებით, არჩევნებისათვის მზადებას იწყებს - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ. გიგა შუშანია ადგილობრივ ხელისუფლებას პარტიული აქტივის დასაქმებასა და შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.  მისი ინფორმაციით, ტერიტორიულ ორგანოებში 90 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რაც საჭირო რაოდენობას 3-ჯერ აჭარბებს.

„ქუთაისის მერი იწვევს საკრებულო სხდომას და ისინი პანდემიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის და ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად და შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. სწორედ ყველა ის ცვლილება სამსახურების მიხედვით ეხება იმ უწყებებს, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს არჩევნების გაყალბების დროს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ გაიტანოს ეს საკითხები და ქუთაისის საკრებულოში მერმა შემოიტანოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი, სადაც „ქართული ოცნების“ კომფორტის და აქტივისტების შენახული თანხების გათავისუფლება არის შესაძლებელი და ეს თანხა მიმართოს პანდემიით დაზარალებულ ქუთაისელთა დახმარებას“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 


close დახურვა