logo
ENG



ენმ - ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ბუბა კიკაბიძეა

01 ოქტ 202016:56
3 წუთის საკითხავი
 
ენმ - ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ბუბა კიკაბიძეა

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. ეს ინფორმაცია ფორმულას ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

ნაციონალური მოძრაობის სია დღეს გახდება ცნობილი.

კიკაბიძე საქართველოს სახალხო არტისტია. მას არაერთ წარმატებულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა არ დაიდარდო, მიმინო და ვერის უბნის მელოდიები.

ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ ორერას სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე კარტახანი-70 მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში არ დაიდარდო (1969), ასევე, სახელმწიფო პრემია ფილმში მიმინო (1978).


close დახურვა